მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოსო მანჯავიძე: გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში. როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა
სოსო მანჯავიძე: გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში. როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა

იმედი|imedinews.ge

გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პირდაპირი პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში, - წერს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბარამიძის პროვოკაციას რამდენიმე მიზანი აქვს. მათ შორისაა: ქართველების, როგორც ეთნოსის დემონიზაცია, ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობის მწვავე სტადიაში გადაყვანა და რაიმე მოლაპარაკების და შეთანხმების შესაძლებლობის გამორიცხვა.

როგორც მანჯავიძე აცხადებს, ბარამიძეს რომ ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებზე პასუხი არ მოეთხოვება, მეტიც, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, შეიძლება იქით აგებინონ პასუხი, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა და თავის მოჭრა.

„ამ პროვოკაციას რამდენიმე მიზანი აქვს. 1. ქართველების, როგორც ეთნოსის დემონიზაცია, მათი წარმოჩენა ფაშისტებად, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედების გამართლება; 2. ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობის შენარჩუნება და ახალ, უფრო მწვავე სტადიაში გადაყვანა; 3. რაიმე ტიპის მოლაპარაკების და შეთანხმების შესაძლებლობის გამორიცხვა; 4. ნეგატივის ახალი ტალღის გამოწვევა, რამაც, სხვა მსგავს ქმედებებთან ერთად, უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში შფოთი, აგრესია და ისტერია, რომლის მოდერაციით უნდა მოხდეს პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რასაც მასობრივი გამოსვლები და რევოლუცია უნდა მოჰყვეს. ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ჩემთვის პირადად სრულიად გაუგებარია, რამდენ ხანს შეიძლება ეს გარეწარი და მისი მავნებლობა ვითმინოთ? ადრე მსგავს მოღალატეებს და მავნებლებს თავს ჰკვეთდნენ, ხვრეტდნენ, სარზე სვამდნენ. ცეცხლზე წვავდნენ დ სხვა. ცხადია, ჩვენ ასეთი სასტიკი მოქმედებების მომხრე არ ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, ის ვითარება, როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, მეტიც, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, შეიძლება იქით აგებინონ პასუხი, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა, თავის მოჭრა, სარზე გასმა და ცეცხლში დაწვაც. და კიდევ, იაგო ხვიჩიას არ ესმის, რომ ასეთი განცხადებების საჯაროდ გავრცელება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს? რომ ეს მიზანმიმართული ტყუილია? თუ ჰგონია, რომ ამას ჩვენ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ? მართალი გითხრათ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ სათქმელი შედარებით კორექტულად მეთქვა. სერიოზულად არის გასაროზგი ნეხვში ამოვლებული შინდის წკეპლებით," - წერს მანჯავიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბარამიძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარიანეტგაზეთი
  • "გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი" - იაგო ხვიჩიატვ პირველი
  • პრემიერი: ბარამიძის განცხადება იყო ამაზრზენი, ამის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ, ამ კამპანიის ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებარუსთავი 2
  • ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძესფორმულა
ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე

პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ

პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ

იმედი

„ჯიპას“ ყოფილი სტუდენტი: „ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები

„ჯიპას“ ყოფილი სტუდენტი: „ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები

იმედი

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც აბსოლუტურად ყველას უფლება დაცულია და მათ შორის სექსუალური უმცირესობის უფლებებიც - ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ წესის პროპაგანდა ჩვენთვის წარმოუდგენელია