
SpaceX-ის რაკეტის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად, მთვარეზე ახალი კრატერი გაჩნდა
სამხრეთ კორეის მთვარის ორბიტალურმა აპარატმა „დანურიმ“ გადაიღო იმ კრატერის ფოტოები, რომელიც SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის ნარჩენების მთვარესთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.
კორეის აეროკოსმოსური ადმინისტრაციის (KASA) განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დანურიმ“ ტერიტორია შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ გადაიღო.
ფოტოებზე ჩანს ახლად წარმოქმნილი კრატერი იმ ადგილზე, სადაც რაკეტის საფეხური, რომელიც დაახლოებით 4 მეტრულ ტონას იწონიდა და სიმაღლით ხუთსართულიან შენობას უტოლდებოდა, მთვარის ზედაპირს შეეჯახა.
ეს საფეხური რაკეტა Falcon 9-ს ეკუთვნოდა, რომელიც აშშ-ში ბაზირებულმა SpaceX-მა 2025 წლის იანვარში ამერიკული და იაპონური კომპანიების ორი კომერციული მთვარის ხომალდის გასაშვებად გამოიყენა. მისიის დასრულების შემდეგ, საფეხური კოსმოსში დარჩა, სანამ 5 აგვისტოს დიდი სიჩქარით მთვარეს არ შეეჯახა. SpaceX-ში განმარტეს, რომ შეჯახება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.
NASA-ს ორბიტალური აპარატი Lunar Reconnaissance Orbiter, ტერიტორიას შეჯახების შედეგების შემდგომი შეფასების მიზნით სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გადაუფრენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge