მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 2026“ დაიწყო
სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 2026“ დაიწყო

სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 2026“ დაიწყო

იმედი|imedinews.ge

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება - „ტროას ნაკვალევი 2026“ ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა რეტ კრისტენსენმა და სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა.

„მათ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამხედროებს წვრთნების წარმატებით განხორციელება უსურვეს. გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

„ტროას ნაკვალევი 2026“ სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლებაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პარალელურად ტარდება. „ტროას ნაკვალევი 2026“-ის ფარგლებში, საქართველო „შავი ზღვის კარიბჭე 2026“-ს მასპინძლობს, რომელიც მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ოპერაციებს.

მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო მეოთხედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთისა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. საქართველოს თავდაცვის ძალებიდან საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონი, სპეციალური ოპერაციების აღმოსავლეთის და დასავლეთის ბატალიონები, სსიპ „თავდაცვის მოხალისეს“ წარმომადგენლები, ეროვნული გვარდიის დაზვერვის ასეულები და ტერიტორიული რეზერვის პირადი შემადგენლობა.

საქართველოში მრავალეროვნული წვრთნა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობისა (SOCEUR) და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივი ორგანიზებით იმართება, რომელსაც სპეციალური ოპერაციების სარდალი ხელმძღვანელობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ