მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილეს
სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილეს

სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილეს

იმედი|imedinews.ge

სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.

მომხსენებელმა სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკურ პარამეტრებზე, საგარეო ვაჭრობიდან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და საბიუჯეტო ხარჯებზე ისაუბრა.

2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.7 პროცენტი, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 9.1 პროცენტი შეადგინა.

მისივე განცხადებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 867 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 1 723 მილიონი დოლარი ექსპორტის მაჩვენებელია.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავ იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო გარკვეული ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლამ იკლო, პირველ კვარტალში საქართველომ მილიონამდე ვიზიტორი მიიღო, ტურიზმიდან შემოსავალი კი 829 მლნ დოლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძემ ნაერთი ბიუჯეტის და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის მონაცემებიც წარადგინა. მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყოფილი დაფინანსების 91.2%, ხოლო სპორტის სამინისტრომ - 76% აითვისა.

მისივე განმარტებით, სპორტის სამინისტროს მიერ თანხის ათვისების დაბალი მაჩვენებელი საქართველოში გასამართ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირს უკავშირდება, რომელიც წლის განმავლობაში ჩატარდება და შესაბამისად, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სპორტის უწყება გამოყოფილ ასიგნებებს სრულად აითვისებს.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა ცნობად მიიღეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ