მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სპორტის მინისტრმა საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებს კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

კლასიკურ წოლჭიმში ღია ასაკობრივ კატეგორიაში ქალებს შორის ოქროს მედალი სოფიკო კვანჭიანმა (63 კგ) მოიპოვა, მან 120 კგ დააფიქსირა და პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი გახდა საქართველოდან; ხოლო მარი ბეგლარიშვილმა (59 კგ) 77,5 კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გოგონებს შორის ნინი მარუაშვილმა (52 კგ) 67, 5 კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, სალომე მამისაშვილი (69 კგ) კი დაძლეული 80 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჭაბუკებს შორის ჩემპიონობა გოდერძი ქარცივაძემ (74 კგ) იზეიმა, მან 181 კგ დააფიქსირა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა; ვერცხლის მედლები კი საბა გოგიჩაიშვილმა (66 კგ) 145 კილოგრამით, თორნიკე მარტაშვილმა ( -120 კგ) 180 კილოგრამით და მერაბ სამხარაძემ ( +120 კგ) ასევე 180 კილოგრამით მოიპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჩემპიონობა გიორგი გელაშვილმა (59 კგ) და ალეკო სიდანოვმა (66 კგ) იზეიმეს, გიორგი გელაშვილმა - 155 კგ, ალეკო სიდანოვმა კი 175 კგ დაძლია; ხოლო ანდრია მიქაუტაძემ (53 კგ) 87,5 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მამაკაცებს შორის ღია კატეგორიაში კი ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) 172,5 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატს პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა სარალიძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი