მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ
Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ

იმედი|imedinews.ge

სექტემბრის შუა რიცხვებიდან მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი Spotify დაიწყებს აღნიშვნის - AI Persona დამატებას იმ შემსრულებლების პროფილებზე, რომელთა საჯარო პერსონაც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, - წერს Variety კომპანიაზე დაყრდნობით.

ტეგი გამოჩნდება არტისტის პროფილში, ძიების შედეგებში და პლეილისტებში მისი სახელის გვერდით. ასეთი შემსრულებლების მუსიკას Spotify-ს ალგორითმული რეკომენდაციებიდან ამოიღებენ.

პროფილის ავტორებს შეეძლებათ თავად განაცხადონ, რომ AI-პერსონას იყენებენ. დანარჩენ შემთხვევებში გადაწყვეტილებას Spotify-ს მოდერატორები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით შემოწმების შემდეგ მიიღებენ.

„ნამდვილი კავშირი არტისტსა და თაყვანისმცემელს შორის მხოლოდ ნდობასა და ავთენტურობაზე შეიძლება დამყარდეს“, - განაცხადეს Spotify-ში. კომპანიაში დასძინეს, რომ მსმენელებს არ მოსწონთ, როდესაც პროფილი რეალურ ადამიანად აღიქმება, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ პერსონა ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

Spotify განმარტავს, რომ აღნიშვნა ეხება შემსრულებლის საჯარო პერსონას და არა მისი მუსიკის შექმნის ხერხს. სერვისის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ, საზოგადოება არაფერ შუაშია, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

თამარ იოსელიანი: სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი

პრემიერი: რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს, ასეთი აღქმა მაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა თურმე სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები და პარტიული ტელევიზიები