მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს, ასეთი აღქმა მაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა თურმე სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები და პარტიული ტელევიზიები
პრემიერი: რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს, ასეთი აღქმა მაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა თურმე სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები და პარტიული ტელევიზიები

იმედი|imedinews.ge

რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები და პარტიული ტელევიზიები.

„2008 წლიდან, წლების განმავლობაში, ამ პოლიტიკური ძალის, უცხოური აგენტურის წარმომადგენლები გამოდიოდნენ დადებითი განცხადებებით რუს ტურისტებთან, ბიზნესთან, ფულთან, რუსულ ფულთან დაკავშირებით და დღეს, 2022 წლის შემდეგ, ასეთი აღქმა მაქვს მეც პირადად, რომ საქართველოს ოკუპაცია, ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა თურმე სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. აი, ასეთ რაღაცას გაჩვენებენ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. ასეთი აბსურდია და ამაზე რა პასუხი უნდა გაგცენ? 2009 წელს, 2010 წელს, 2011 წელს რომ შენ ყვავილებით ხვდებოდი რუს ტურისტებს და ხოშტარია რომ იყავი და რომ ხარ მშვილდაძე და ზურა ჯაფარიძე და რომ გამოდიოდი, მიესალმებოდი რუსულ ფულს, რუსულ კაპიტალს, რუს ტურისტს და დღეს რომ გამოდიხარ და კონცერტებს რომ აწყობ, აქციებს ქორწილებთან. რუსებს ჰქონდათ ქორწილი საქართველოში და ხოშტარია, რომელიც 2009 წელს, თუ 2011 წელს მიესალმებოდა რუს ტურისტებს, აქციას აწყობდა ქორწილთან, რუსების ქორწილთან. სამარცხვინოა. მერე გახსოვთ პარტიული ტელევიზიების მიერ გაშუქებული კამპანიები საკრუიზო გემთან. ჩამოდიოდნენ გემით ტურისტები, თან ყველამ იცოდა, რომ ტურისტები შემოდიან რუსეთიდან საქართველოში, შემოდიან ლარსიდან, შემოდიან თბილისის აეროპორტიდან, ქუთაისის აეროპორტიდან და დახვდნენ საკრუიზო გემს. მარტივი კითხვა დავსვით, რა განსხვავება იყო ლარსიდან თუ აეროპორტიდან შემოსულ ტურისტსა და საკრუიზო გემით შემოსულ ტურისტს შორის? ვერავინ ახსნა. მაგრამ მოაწყვეს სამარცხვინო აქცია საკრუიზო გემით შემოსული ტურისტებისთვის. ვერავინ ვერ ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ ტურისტსა და თვითმფრინავით ან მანქანით შემოსულ ტურისტს შორის. მოაწყვეს ეს აქცია, გააჩაღეს რუსოფობიური კამპანია და ამაში ჩართეს მთელი პარტიული აქტივი, ეგრეთ წოდებული NGO-ები, ამაში ჩართეს პარტიული ტელევიზიები. ანუ რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ. იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდა საქართველოში რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ სუნი არ ასდიოდა და მერე აუვიდა ეტყობა სუნი რუსულ ფულს და მიესალმებოდნენ რუს ტურისტებს. ამაზე ხომ პასუხი არ არსებობს. მარტივი ფაქტებით ვლაპარაკობთ, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები, დუმან პარტიული ტელევიზიები. ბარამიძის განცხადებაზე ვერცერთმა პარტიულმა ტელევიზიამ ვერ გაბედა ხმის ამოღება. ეს ხომ მათ სახეს აჩვენებს. ეს არის ჩვეულებრივი არაკრიტიკული მედია, არაკრიტიკული ტელევიზიები, ერთი განცხადება ვერ გავაკეთებინეთ, ერთი სიუჟეტი ვერ გააკეთეს, ვერ გაბედეს. რატომ? იმიტომ რომ მათი პარტიული აქტივია ბარამიძე, შესაბამისად ვერ ჰკადრეს ვერცერთი სიუჟეტის გაკეთება ამ სამარცხვინო განცხადებაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • "ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკა.. სააკაშვილი წარმოადგენდა და წარმოადგენს თავის "ნაცაგენტურასთან" ერთად უცხოურ ძალას" - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
  • კობახიძემ სააკაშვილი დამნაშავედ აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს - ცხინვალის ე.წ. საგარეოBM.GE
  • ცხინვალის ე.წ. საგარეო: კობახიძემ ოფიციალურად აღიარა სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედფორმულა
სააკაშვილის →რუსული →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

იმედი

ირაკლი კობახიძე: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ, საზოგადოება არაფერ შუაშია, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

იმედი

თამარ იოსელიანი: სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი

თამარ იოსელიანი: სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი

იმედი