მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა
სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა

სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა

იმედი|imedinews.ge

მასშტაბური სტუდენტური პროექტის - სტუდფესტის ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა. სპორტული აქტივობა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

„სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში დღეს სპორტული ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი გაიმართა - მარათონი ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე, რომელშიც თავადაც ვმონაწილეობდი. მივესალმები სტუდენტურ ფესტივალს. ბოლო წლების განმავლობაში ეს ღონისძიება სისტემატურად ტარდება და მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტები იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან კარგია. ასევე მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას. ყველას მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარბენში სპორტსმენები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მარათონის ბოლოს გამოვლინდნენ სპორტული აქტივობის გამორჩეული მონაწილეებიც, რომელთაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. პროექტი ქალაქში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

სტუდენტური ფესტივალი, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით ხორციელდება და მასში ჩართულია 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტი.

ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით.

წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის საზეიმო დახურვაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი