მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სულხან თამაზაშვილი მეხანძრე-მაშველებს: გილოცავთ პროფესიულ დღეს, სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მზად ხართ გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად
სულხან თამაზაშვილი მეხანძრე-მაშველებს: გილოცავთ პროფესიულ დღეს, სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მზად ხართ გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად

სულხან თამაზაშვილი მეხანძრე-მაშველებს: გილოცავთ პროფესიულ დღეს, სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მზად ხართ გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრმა განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა.

სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართა.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს, სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მზად ხართ გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად - ეს არის გმირობა. თქვენი პროფესია მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, სიმამაცეს, თავდადებას, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთგულებისთვის და თავდადებისთვის რასაც თქვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის გასცემთ. რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადო თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც თქვენთან ერთად იზიარებენ იმ სირთულეებს რაც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას თან სდევს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები და დაფასებული იყოს ის შრომა, თავდადება, თავგანწირვა, რასაც ყოველდღიურად გასცემთ თქვენი ქვეყნისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მეხანძრე-მაშველებს სიტყვით, ასევე, მიმართა და მათ პროფესიული დღე მიულოცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის პირადი შემადგენლობა მინისტრის წინაშე სახანძრო-სამაშველო ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით წარსდგა.

ღონისძიების ფარგლებში სახანძრო-სამაშველო სიმულაციური მოქმედებები ჩატარდა, რომელიც ურბანულ ხანძრებზე რეაგირებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე მოქმედებებს, დაშავებულის ევაკუაციასა და სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციებს მოიცავდა.

ასევე, მოეწყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (INSARAG) შტაბისა და სპეციალური ტექნიკის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ის შესაძლებლობები და აღჭურვილობა, რომელსაც სამსახური საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში იყენებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ