მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა
თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა

იმედი|imedinews.ge

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ დომინაცია უნდა და სამარცხვინო სისულელეებს იგონებს „მფრინავ მაიმუნებთან“ ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ერთადერთი სწორი პასუხი, სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ჭორებზე არის მისთვის „კეფაში წათაქება“, ვინაიდან, მისი ამოცანა არა სიმართლის გარკვევა, არამედ, დაკარგული დომინაციის დაბრუნებაა ყველაფრის ფასად.

„საერთოდ არანაირი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მანიპულატორ ნარცისებთან და მათ მფრინავ მაიმუნებთან არგუმენტირებულ დებატებს - ა რ ა ნ ა ი რ ი!

ამას გეტყვით ნებისმიერი საშუალო დონის ფსიქოლოგი/ფსიქიატრი.

თქვენ მართლა ფიქრობთ რომ რომელიმეს სჯერა, ოთხიანი რომ ხუთიანი ეგონა ხალხს?

არა, დაჩაგვრა, დომინაცია უნდათ და იგონებენ!

მიშას უნდა დომინაცია, ამისთვის იგონებს ჭორებს, იწყებს მადისკრედიტირებელ კამპანიებს, მერე თავს იმსხვერპლებს, მერე გეჩხუბება რო უღალატე …

ანუ მას არ აინტერესებს არანაირი არგუმენტი, სიმართლე არაა მისთვის მნიშვნელოვანი.

სამუდამოდ დაკარგულ დომინაციას ებღაუჭება სასოწარკვეთილად და გზადაგზა ამ სამარცხვინო სისულელებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც (ნანულა იქნება თუ სხვა…)

ერთადერთი სწორი პასუხი არის რომ კეფაში წაუთაქო ყველა ხმის ამოღებაზე და თავისი ადგილი მიუჩინო იქამდე, ვიდრე შეეგუება.

არანაირი, ვიმეორებ ა რ ა ნ ა ი რ ი მნიშვნელობა არგუმენტებს არ აქვს, რადგან მისი ამოცანა არა სიმართლის გარკვევა არამედ დაკარგული დომინაციის დაბრუნებაა ყველაფრის ფასად - ცხადია კომიკურია ეს ამოცანა და ვერაფრის ფასად ვერ მიაღწევს, მხოლოდ თავს გაინადგურებს ბოლომდე - პრობლემა ისაა, რომ ეს მაოხრებელი გზირი დროს გვაფლანგინებს და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

P.S. მერწმუნეთ, არგუმენტები რომ ჭრიდეს 2008-2016 წლებში გაჭრიდა - არ დაგვიკლია ბოლო ვიყო, და ჩვენზე უკეთეს არგუმენტებს თქვენ ვერ მოიგონებთ, იმიტომ რომ არ არსებობს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ