მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა. პროექტირებისა და სამობილიზაციო პროცედურები დასრულებულია, გადავედით აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა. პროექტირებისა და სამობილიზაციო პროცედურები დასრულებულია, გადავედით აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა. პროექტირებისა და სამობილიზაციო პროცედურები დასრულებულია, გადავედით აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე

იმედი|imedinews.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა, ეს არის პროექტირება/ მობილიზაცია და შემდგომ უკვე მშენებლობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, პროექტირებისა და სამობილიზაციო პროცედურები უკვე დასრულებულია და აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე გადადიან.

„ჩვენ დღეს დავათვალიერეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. შესაბამისად, ვიმყოფებოდით სამშენებლო მოედანზე. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულება გაფორმებულია ევროპულ „დიდ ოთხეულში“ შემავალ ბელგიურ კომპანია Jan De Nul N.V.-თან, რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და შესაბამისი გამოცდილებით საზღვაო-სამშენებლო მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში შესაბამისი კონტრიბუციის განხორციელების თაობაზე და ეს ნიშნავს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. სწორედ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დავიწყეთ ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაშენებთ ტალღმჭრელს და შესაბამისად, ვაღრმავებთ აუზს იმისთვის, რომ მივიღოთ დიდი გამავლობის გემები. ეს არის ბოსფორმაქსის, პანამაქსის ტიპის გემები.

ზოგადად, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო სამშენებლო მიმდინარეობა ორ ნაწილად იყოფა. ეს არის პროექტირება/ მობილიზაცია და შემდგომ უკვე მშენებლობა. რაც შეეხება პროექტირებას და სამობილიზაციო პროცედურებს, ეს უკვე დასრულებულია და ჩვენ გადავედით უკვე აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო. ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ