მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის
თამარ იოსელიანი: ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის

თამარ იოსელიანი: ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის

იმედი|imedinews.ge

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სექტორში ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის ხელმოწერის შეფასებისას.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიღწეული შეთანხმება ანკარას, თბილისსა და ბაქოს შორის კავშირებს თვისობრივად გარდაქმნის, რაც შუა დერეფნის პოზიციებს გაამყარებს და ჩინეთთან თუ ცენტრალურ აზიასთან ტვირთბრუნვას გაცილებით ოპერატიულსა და მოქნილს გახდის.

„გუშინდელი დღე იყო ისტორიული. ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში შედის. ეს გადაწყვეტილება ჩვენს რეგიონში ქმნის ახალ, დამატებით სისტემას, რომელიც შუა დერეფანს მოემსახურება და მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სამი პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან, ჩინეთსა და მთლიანად რეგიონთან ბევრად უფრო მოქნილი, ეფექტური და სწრაფი გახდება“, - აღნიშნა იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება დაახლოებით 10 დღემდე შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთს ოპერირებას გაუწევს საქართველოს რკინიგზა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ადგილობრივი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს შუა დერეფნის ეფექტიანი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →გახდა →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი