მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით
თამარ იოსელიანი: ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით

თამარ იოსელიანი: ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით

იმედი|imedinews.ge

ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესი, რომელიც ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და აზერბაიჯანულ მხარეს (SOCAR და SOCAR Midstream Operation LLC) შორის მიღწეული შეთანხმება ბაქო-სუფსის მაგისტრალის ქართული სეგმენტის მართვას ეხება.

თამარ იოსელიანის თქმით, საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საქართველოს უკვე ათწლეულებია აკავშირებს კასპიის რეგიონთან, შავ ზღვასთან და ევროპულ ბაზრებთან.

„ბოლო 3 წელია, აღნიშნული მილსადენით ტრანსპორტირება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და სუფსის ნავსადგურში მხოლოდ რამდენიმე გემთშემოსვლა დაფიქსირდა. დღეს, როდესაც ენერგოუსაფრთხოება, სტაბილური სატრანზიტო მარშრუტები და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როლს, როგორც სანდო და პროგნოზირებადი დამაკავშირებელი დერეფნის ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რეგიონში თანამშრომლობა, დაკავშირებადობა და ფუნქციონირებადი ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ უპირატესობად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი