მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში

იმედი|imedinews.ge

2 ივნისი იყო ნამდვილად ისტორიული დღე, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენს სატრანსპორტო ქსელს რეგიონში დაემატა სრულიად ახალი, თანამედროვე სარკინიგზო ქსელი და ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გავაღრმაოთ კავშირები ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს აღნიშნული დერეფნის კონტექსტში.

„აღნიშნული სარკინიგზო ქსელი აკავშირებს როგორც ცენტრალურ აზიას თურქეთთან და ევროპასთან, ასევე სამხრეთ კავკასიას თურქეთთან და ევროპასთან, რაც გვაძლევს დამატებით ალტერნატივებს იმისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმართულებასა და ერთ მარშრუტზე. შესაბამისად, აღნიშნული სარკინიგზო ქსელი, სრულ ექსპლუატაციაში შესვლით გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შევძლებთ, სრულად დავტვირთოთ აღნიშნული სატრანსპორტო ქსელი და სრულად შევძლოთ მომსახურება არამარტო რეგიონის ჭრილში. ეს ასევე არის სიგნალი მსოფლიოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ შუა დერეფნის კონტექსტში ჩვენი როლი კიდევ უფრო ძლიერდება“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ