მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს
თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს

იმედი|imedinews.ge

ჩვენს სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისთვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა აღნიშნული შეფასება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საზეიმო ღონისძიებაც დღეს არის დაგეგმილი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომელსაც ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ემატება. „ეს სატრანსპორტო ხაზი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს და გადაზიდვების დინამიკა მზარდია. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ამ სარკინიგზო მაგისტრალის სრულად დატვირთვას. ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა იმისთვის, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მომხდარიყო. წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ინიციატივა განხორციელდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლის საფუძველზეც ახალი სარკინიგზო ხაზი შედის სრულ ექსპლუატაციაში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საპროექტო მაჩვენებელი დაახლოებით 5 მილიონ ტონას შეადგენს. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება დამატებითი ტვირთების მოზიდვა აღნიშნული სატრანსპორტო ხაზის სრულად დასატვირთად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი