მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმს
თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმს

თამარ იოსელიანი: ბაქო-თბილისის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმს

იმედი|imedinews.ge

6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეისს თბილისის ცენტრალურ სადგურზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე დახვდნენ. პირველ მგზავრებს შორის იყო აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჯავიდ გურბანოვი.

თამარ იოსელიანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღებული.

„ჩვენი ქვეყნისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. თავისუფლება უდიდესი მონაპოვარია და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა დავიცვათ იგი. შესაბამისად, დღეს მართლაც ისტორიული დღე გვაქვს, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისის რეისი პირველად შესრულდა.

26 მაისიდან რეისები ყოველდღიურად განხორციელდება, რაც ჩვენს მოქალაქეებს, აზერბაიჯანელ სტუმრებსა და ტურისტებს კომფორტული მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმის სტიმულირებას, ისე ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ახლად დანიშნულ მარშრუტზე რეისები ყოველდღიურ რეჟიმში შესრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი