მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანსუს პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა
თამარ იოსელიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანსუს პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა

თამარ იოსელიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანსუს პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანსუს პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს ვანგ პინგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს და ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებაზე გაამახვილეს.

საუბარი შეეხო ორმხრივი ვაჭრობის მზარდ დინამიკას, რომელიც ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ განაპირობა. აღინიშნა, რომ შეთანხმების ამოქმედებიდან 2025 წლის ჩათვლით ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა 2.5-ჯერ გაიზარდა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ცვლილება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს ჩინეთში.

მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდაზე, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის მოქმედმა უვიზო რეჟიმმა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გაესვა ხაზი საჰაერო დაკავშირებადობის გაფართოებას. კერძოდ, აღინიშნა, რომ 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern-ი შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით, პირდაპირ ავიარეისებს შეასრულებს.

შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ ჩინურ მხარეს საქართველოს მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც ქვეყნის ლოგისტიკური გამტარუნარიანობის ზრდის მთავარი გარანტიაა.

მხარეებმა ასევე დეტალურად იმსჯელეს შუა დერეფნის როლსა და მის ეფექტიან ფუნქციონირებაზე, ისევე როგორც ამ კონტექსტში საქართველო-ჩინეთის კავშირების გაღრმავებასა და დაკავშირებადობის ზრდაზე. აღნიშნული ინიციატივები უზრუნველყოფს დერეფანში ტვირთების ერთიანი, გამარტივებული და ოპტიმიზებული პრინციპით მართვას, რაც აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრაBM.GE
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი