მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ჩარმიან ლივერის შეხვდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს ციფრული დერეფნის განვითარებასა და ამ მიმართულებით საქართველოს დაკავშირებადობის ზრდაზე. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გამოიყენოს გეოგრაფიული მდებარეობა, ხელსაყრელი საკანონმდებლო ჩარჩო და ბიზნესგარემო რეგიონული ციფრული ჰაბის განსავითარებლად. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის პროექტი პრიორიტეტულია ევროპასა და აზიას შორის ციფრული დერეფნის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტის მიმართ აქტიური დაინტერესება გამოხატა. აღინიშნა, რომ პროექტმა უკვე გამოიწვია დიდი დაინტერესება როგორც ქართველი ტელეკომ-ოპერატორების, ისე პოტენციური ინვესტორების მხრიდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი