მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს

იმედი|imedinews.ge

ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამი მდგენელი, რაც გულისხმობს შესაბამისი გამოცდილების ქონას მსგავსი ტიპის ტერმინალების ოპერირების, ასევე შესაძლებლობას, რომ მოიზიდონ შესაბამისი ინვესტიციები და შესაძლებლობას, რომ მოიზიდონ შესაბამისი ტვირთები.

„ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ცენტრალურ აზიაში, ზოგადად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩინეთი, ასევე ყურის ქვეყნები, ცენტრალური აზია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები და დასავლელი პარტნიორები დაინტერესებულები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებით და იმისათვის, რომ რისკები შესაბამისად იყოს გადანაწილებული და რა თქმა უნდა დაბალანსებული იყოს ინტერესები, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ამ მოდელით განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მსოფლიოში ნავსადგურების ორი მესამედი სწორედ „ლენდლორდის“ მოდელით მოდელით იმართება.

„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს შემდეგს: რომ სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის მფლობელად და შესაბამისად ეს არის ქართული აქტივი, რომელიც მოემსახურება ჩვენს ქვეყანას. და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისათვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს“, - განმარტა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • დრონების თავდასხმის შედეგად ტამბოვის ოლქში Wildberries-ის საწყობი სრულად დაიწვაBM.GE
  • ტრამპის განცხადებით, ირანი სრული ჩამოშლის პროცესშიარუსთავი 2
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

იმედი

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი,  ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

იმედი