მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს
თამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს

იმედი|imedinews.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომლის განვითარებაც ხორციელდება შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უკვე იწყება და მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა.

როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას“, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფო პორტის განვითარების ახალ მოდელზე გადავიდა.

„აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო ფლობს და ქმნის ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი ავითარებს სატერმინალო ობიექტებს. აღნიშნული მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მოდელი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებას“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

არსებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.

ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით - ზურაბ სიჭინავარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოსBM.GE
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

თამარ მახარაშვილი: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას - რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით

ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია

ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია

იმედი

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი