მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას
თამარ იოსელიანი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას

თამარ იოსელიანი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას

იმედი|imedinews.ge

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი იმისთვის, რომ განვითარდეს საქართველოს საავიაციო სექტორი.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 5 მილიონი მგზავრი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული ჩარევები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, იმისთვის, რომ გაორმაგდეს არსებული გამტარუნარიანობა. ზოგადად მნიშვნელოვანია ის რიცხვები, რომელიც დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში გვაქვს. ნამდვილად რეკორდული იყო 2025 წელი, 2026 წელი გამოწვევების მიუხედავად ძალიან კარგ ნიშნულზეა, ივნისის მაჩვენებლებით ნამდვილად ძალიან საგრძნობი მატება გვაქვს როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ჯამურად, 2026 წლის ივნისში საქართველოს აეროპორტები თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 პროცენტიანი ზრდაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ საავიაციო სექტორში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ივნისის თვეში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია - ნორვეგიის ავიახაზები შემოვიდა, რომელმაც საქართველოს დედაქალაქი დანიის დედაქალაქს დააკავშირა. ასევე, თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ორ დღეში შედგება ახალი, შანხაი-თბილისის საჰაერო ხაზის გახსნა, რომელიც კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი წინსვლა და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ დამატებით მოვემსახუროთ ახალ ავიაკომპანიებს, გაზრდილ მგზავრთნაკადს. ასევე მნიშვნელოვანია ის ტვირთნაკადი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტით გადაიზიდება, სადაც ასევე საგრძნობი მატება გვაქვს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ზოგადად სატრანსპორტო სექტორში და ავიაციაც სწორედ ნათელი მაგალითია. მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელსაც განახორციელებს კომპანია „TAV აეროპორტსი“ იმისთვის, რომ ეფექტიანად მოხდეს მომხმარებლებს მომსახურება.

„ასევე მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც სამომავლოდ გვაქვს, უკვე დავიწყეთ მუშაობა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე. ამ მიმართულებით შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები იდგმება, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და როგორც აქამდე განვაცხადეთ, 2032 წლისთვის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი შევა ოპერირებაში. ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროცესი იქნება გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარე შეძლებს, რომ მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 10 000 აბონენტს შეუწყდა - "თბილისი ენერჯი"BM.GE
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →დოლარი →

მსგავსი სტატიები

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

იმედი