
თანამდებობაზე ყოფნის დროს ბაჩო ახალაიას უმძიმესი საქმეები და ძალადობის ფაქტები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე, როგორც ჩანს კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა. სუს-მა ქვეყნის საზღვართან, ბუფერულ ზონაში გადაადგილებისას დააკავა ძებნილი ბექა ჭულუხაძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის სისრულეში მოსაყვანად დიდი ოდენობით იარაღი შეიძინა და თბილისთან ახლოს ტყეში დამარხა.
სუს-ის ინფორმაციით, უწყება მუშაობს ბექა ჭულუხაძისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე - ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.
თავად ბაჩო ახალაიას განაჩენი 4 ოქტომბრის საქმეზე ჯერ არ დამდგარა. რამდენიმე დღის წინ კი მას 2 წელი და 6 თვე მიესაჯა ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებისთვის.
მარიამ ოშხნელი მოგიყვებათ რეჟიმის მმართველობის დროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას ბაჩო ახალაიას უმძიმეს შავ საქმეებსა და დანაშაულებრივი ქმედებებზე ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ.
იმედი
წყარო: imedinews.ge

