მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს. სკოლა 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი შონიამ და ქვემო სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია წიკლაურმა დაათვალიერეს.

„პროექტის ფარგლებში შეიქმნება უსაფრთხო, ფუნქციური და კომფორტული სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიურ განვითარებასა და ფიზიკურ აქტივობას. პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა სრულად აღჭურვილი საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზი და კეთილმოწყობილი ეზო.

შენობა უზრუნველყოფილი იქნება ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით - გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემებით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

№83 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადმოეცა და სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. პროექტის ღირებულება 14.4 მილიონ ლარს აღემატება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მომავალ თაობებს ხარისხიანი განათლების მიღების, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა