მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ძალიან კარგი ელჩი გყავთ, მადლობა მას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობა. საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.

ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ იტალიასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იტალიის მზაობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

„მიხარია თქვენთან შეხვედრა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. იტალია, მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროსტრუქტურებში“, - აღნიშნა ედმონდო ჩირიელიმ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო დაესწრო.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი