მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად, სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა
თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად, სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად, სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა, რომელიც მედიკამენტების 500-ლარიანი დაფინანსების პროგრამით სარგებლობს.

დედაქალაქის მერმა მისი საჭიროებები მოისმინა, ჯანმრთელობასთან ერთად მხნეობა უსურვა და დახმარება სამომავლოდაც აღუთქვა.

„მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის ფიზიკური ვაუჩერის ქონა არაა აუცილებელი. ელექტრონულად არის შესაძლებელი, აღნიშნული დახმარებით ისარგებლო. საჭიროა მხოლოდ ექიმის მიერ ელექტრონულად გამოწერილი დანიშნულება, რომლის საფუძველზეც, ბენეფიციარს შეუძლია, ნებისმიერ აფთიაქში, წლის ნებისმიერ დროს მივიდეს და მიიღოს ის წამლები, რაც მისთვის აუცილებელია. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, თანადგომა. ბევრს უჭირს, არ არის მარტივი სიტუაცია და ჩვენ, შესაძლებლობების ფარგლებში, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს, გვერდით დავუდგებით მათ და დავეხმარებით ყველანაირად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ცისანა ბოლქვაძემ მადლიერება გამოხატა მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის არსებობისთვის. როგორც მან აღნიშნა, არაერთი ტრავმა აქვს მიღებული, რის გამოც ბევრი მედიკამენტი სჭირდება, რომელთა შეძენას მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა.

„ძალიან დიდი შეღავათია ჩემნაირი მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პენსიონერისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მომიწია მკურნალობა და რომ არა ეს დახმარება, ძალიან გამიჭირდებოდა მედიკამენტების შეძენა. მადლობა თბილისის მერიას და პირადად თქვენ, ბატონო კახა ასეთი საჭირო პროგრამის ამოქმედებისთვის", - განაცხადა ცისანა ბოლქვაძემ.

თბილისის მერიამ, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 226 ათასამდე მოთხოვნა დააფინანსა. "სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა მერიამ, კახა კალაძის საარჩევნო დაპირებისამებრ, 2022 წელს დაიწყო.

პროგრამის ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები არიან, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება.

სოციალურად დაუცველ პენსიონერებზე მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ გაიცემა. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100-ით მისთვის ელექტრონულად გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. პენსიონერს პროგრამით განსაზღვრული თანხის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის (500 ლარი) ამოწურვამდე, მრავალჯერადად შეუძლია.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად 28 000-ზე მოქალაქე სარგებლობს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მერია →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ