მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროგრამას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების 18 წლამდე წევრებისთვის, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სპორტულ სკოლებში, საცურაო აუზებზე,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და ხელოვნების სკოლებში სწავლებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამებით, წელიწადში საშუალოდ 10 ათასი მოსწავლე ფინანსდება.მოსწავლე-ახალგაზრდებს შეუძლიათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულების, მხატვრული კითხვის,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახეობების და საგნობრივი წრეების არჩევა. მერია ასევე აფინანსებს ფეხბურთის, ტანვარჯიშის, ცურვის, ჭიდაობისა და სპორტის სხვა სახეობების სწავლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდებს, სამივე პროგრამის ფარგლებში,თითო სახეობის/წრით სარგებლობის უფლება აქვთ. კერძოდ, ერთ მოსწავლეს სამი სხვადასხვა სახეობის არჩევა შეუძლია.

თბილისის მერის ინფორმაციით, მომსახურების მიღება სასწავლო დაწესებულებების,ასევე, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციისადმი განცხადებით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი