მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა
თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა

თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელთან დაკავშირებითაც, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება.

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება და ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური ჩვენი მხარდაჭერისა და ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა. გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის პრობლემებს იწვევს, საბოლოო ჯამში კი მას ადამიანის ქმედუუნარობის გამოწვევა შეუძლია.

დედაქალაქის მერია, ამ დაავადების მქონე პირებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია დაავადების აქტივობის დათრგუნვა.

„აღნიშნული პროგრამა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დავიწყეთ მისი განხორციელება. პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა, ასევე, გადაწყდა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლისთვის 100%-ით დაფინანსება, რაც მათთვის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერაა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვა და გაფანტული სკლეროზის მქონე პირთა ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში დაბრუნება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენი მხრიდან მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დაფინანსდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა,რომ საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტი, მოქმედი შესაბამისი პროგრამებით, გვერდით დაუდგება დედაქალაქის მცხოვრებლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მერია →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ