მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერიის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის მერიის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო ღონისძიებებზე რეგისტრაცია დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალგაზრდულ პროგრამებს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება.

„წელსაც, ტრადიციულად, განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რაც ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატება ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ბანაკი, ინგლისური ენის შემსწავლელი რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების შემსწავლელი ბანაკი, ხის მხატვრული დამუშავების ტექნიკის შემსწავლელი ბანაკი, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსწავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების ბანაკი, დებატების ხელოვნების შემსწავლელი ბანაკი, ეთნოსპორტული ბანაკი, ასევე, ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ტრადიციულად უფასოდ ისარგებლებენ პადელით, ბოულინგით, საცურაო აუზით; მონაწილეობას მიიღებენ საჯომარდო და სალაშქრო ტურებში.

„აღნიშნული საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები დაიწყება ივნისში და სექტემბრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დღეიდან დაიწყო ვებგვერდზე: https://youthtbilisi.ge/

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი