მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა

თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა.

გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვნილი თასი ოლიმპიური კომიტეტისგან სიმბოლურად დედაქალაქის მერმა ჩაიბარა, მომავალში კი იგი თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება.

დედაქალაქის მერმა გამარჯვებული გუნდის წევრებს სიტყვით მიმართა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ახალგაზრდა მონაწილეობს სპორტულ შეჯიბრებში. ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებული გახდა თბილისის გუნდი, რაც ძალიან სასიხარულოა. გულწრფელად მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება, რადგან სპეციალური თასის მოპოვება თქვენი დამსახურებაა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოოვანი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო სპორტის ყველა სახეობის განვითრებისთვის. დღეს ვიმყოფებით სამგორის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო მომავალ თაობაზე. გარდა ამისა, გვაქვს პროგრამა, რომლითაც ხელს ვუწყობთ 60+ ადამიანებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ისარგებლონ ყველა იმ სპორტული ინფრასტრუქტურით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და მუნიციპალიტეტი მათ ხელშემწყობ პროექტებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.

„მიხარია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. ბევრი თქვენგანი ფიქრობს პროფესიონალურ სპორტზე. მინდა, ამ ყველაფერში წარმატებები გისურვოთ. ვიცი, როგორია სპორტსმენის გზა, რომელიც სავსეა გამოწვევებით, თუმცა ყველა გადალახული სირთულის დროს უფრო ვძლიერდებით. ასეა ყველაფერში. ამიტომ, არ შეუშინდეთ მათ. პირიქით, უფრო მეტი ენთუზიაზმით, ენერგიით, შრომისმოყვარეობით და, რაც მთავარია დისციპლინით, შეძლებთ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასშტაბური სპორტული პროექტი წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით პირველად განხორციელდა, რომელშიც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის გუნდიც მონაწილეობდა.

შეჯიბრები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში და მასში მონაწილეობა მიიღო 1 200-მა სპორტსმენმა მთელი საქართველოს მასშტაბით. ფესტივალში თითქმის ყველა სახეობაში აბსოლუტური უპირატესობით წარმოჩინდა დედაქალაქის გუნდი და სპეციალური თასი მოიპოვა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის სამინისტროს, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე მწვრთნელები, ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი