მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერმა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
თბილისის მერმა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერმა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ასევე, დაირგო 600-მდე სახეობის ხე-მცენარე.

„პეკინის გამზირზე კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნული მოსასვენებელი სივრცე მთლიანად რეაბილიტირდა. მოეწყო მოსასვენებელი ფანჩატური, სავარჯიშო სივრცე, საბავშვო ატრაქციონები. დაირგო ხე-მცენარეები და გაკეთდა სარწყავი სისტემა. ტერიტორია განათდა. სივრცე დიდი არ არის, თუმცა რაც იყო, მთლიანად მოწესრიგდა. ჩვენ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში, აქვე ხვიჩიას ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცის სრულ მოწესრიგებას ვიწყებთ. ადგილობრივებს ექნებათ სასიამოვნო გარემო დასვენების, განტვირთვისა და ვარჯიშისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით, 441 000 ლარი შეადგინა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ ნიჟარაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი