მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის N199 სკოლა ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულია
თბილისის N199 სკოლა ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულია

თბილისის N199 სკოლა ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ 2026 წლის გამარჯვებული თბილისის N199 სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი თბილისის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი ხონის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები გავიდნენ, - ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფინალური თამაში დღეს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა და მასში 54 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

„გამარჯვებულები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მერაბ ტურავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დააჯილდოვეს.

პირველ საპრიზო ადგილზე გასული სკოლის მოსწავლეები ლეპტოპებით, მეორე ადგილზე გასულები - პლანშეტებით, ხოლო მესამე პრიზიორები - მობილური ტელეფონებით დასაჩუქრდნენ.

ფინალურ ეტაპში მონაწილეობისათვის სპეციალური პრიზი გადაეცათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის გუნდებს. მათ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელმა მანანა შეყილაძემ ისტორიული რუკების კომპლექტი და ძველი ქართული მონეტების ამსახველი ტაბულები გადასცა.

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა.

2026 წელს პროექტში 204 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII – XI კლასების 1000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი