მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან - თამარ ბაგრატიონთან ერთად დაესწრო.

მსმენელის წინაშე წარდგნენ ქართული და საერთაშორისო სცენის აღიარებული ვარსკვლავები: სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, ბანი გიორგი ანდღულაძე, მევიოლინე ლელა მჭედლიძე, მომღერალი ნატო მეტონიძე, ვოკალისტი ლეონარდო ლოპეს დიასი. საღამოში მონაწილეობდა ოპერის ორკესტრი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდული კაპელა.

კონცერტის პროგრამა დავით თორაძის შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს - კინო, საოპერო და საბალეტო მუსიკას აერთიანებდა.

„დღეს ლექსო თორაძის დაბადების დღეა. ამავდროულად, ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან დაგვტოვა. ამიტომაც, სიმბოლურია, რომ თორაძეების სახელთან დაკავშირებული ფესტივალი, რომელიც მუსიკისა და ხელოვნების ნამდვილ ზეიმად იქცა, წელს უკვე მეოთხედ იმართება.

სასიხარულოა, რომ ამ დიდ მუსიკალურ დინასტიას ნინო თორაძის შვილიშვილი გააგრძელებს, ხოლო დავით თორაძის მუსიკა, რომლის არაჩვეულებრივი ჰანგებიც დღეს მოვისმინეთ, არა მხოლოდ ქართველ, არამედ მსოფლიო მსმენელსაც წარვუდგინეთ.

ფესტივალს დიდ წარმატებას ვუსურვებ. ასევე, ვისურვებ, რომ ამ დღეებში რაც შეიძლება მეტ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს მიეცეთ კლასიკურ ხელოვნებასთან ზიარების შესაძლებლობა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კომპოზიტორ დავით თორაძის და პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მეოთხე ფესტივალი 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებში კონცერტები და მასტერკლასები გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ