მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის, დაახლოებით, 18.9 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. კერძოდ, დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი).

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის. ახალი მაგისტრალი განტვირთავს დედაქალაქში მოძრაობას, გააუმჯობესებს სატრანზიტო ნაკადების უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან დარახველიძე, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

პროექტს განახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველო-ADB-ის შორის $250-მილიონიანი სასესხო შეთანხმება გაფორმდაBM.GE
  • თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსსრუსთავი 2
  • თბილისში უცხოელი სცემეს, გაიტაცეს ტელეფონები და თანხატვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მშენებლობა →

მსგავსი სტატიები

ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ირანის შეიარაღებული ძალები უმოქმედოდ არ დარჩებიან და ირანის საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას არ დაუშვებენ

ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ირანის შეიარაღებული ძალები უმოქმედოდ არ დარჩებიან და ირანის საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას არ დაუშვებენ

იმედი

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი: ნატო ბრძოლის ველზე რუსეთს ათწლეულით ჩამორჩება

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი: ნატო ბრძოლის ველზე რუსეთს ათწლეულით ჩამორჩება

იმედი

გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას

POLITICO: აშშ კუბაზე სადაზვერვო აქტივობას აძლიერებს

POLITICO: აშშ კუბაზე სადაზვერვო აქტივობას აძლიერებს

იმედი