მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის „აიას“ სარაგბო კომპლექსში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ივნისში დაგეგმილ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად მუშაობს, რომ საჭირო სამუშაოები დროულად დასრულდეს, - განაცხადა ქუთაისის სარაგბო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს.

ქუთაისის „აიას“ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია. პროექტების ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს როგორც არსებული სარაგბო ბაზებისა და სტადიონების რეაბილიტაცია, ისე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების მშენებლობა.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის რეაბილიტაცია უტარდება 3 სარაგბო კომპლექსს, ჯამში 5 მოედანს: თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სტადიონებს, ასევე ქუთაისში „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონს. პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.

ხუთივე სტადიონზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნის გამძლეობას და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს დაგეგმილი აქვს 18 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტები მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნების, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, განათების სისტემების, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური და სამედიცინო სივრცეების მოწყობას.

განახლებული და ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში საერთაშორისო დონის სარაგბო ღონისძიებების უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს - როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ