მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისში 23-ე და 102-ე საჯარო სკოლების განახლება აქტიურად მიმდინარეობს
თბილისში 23-ე და 102-ე საჯარო სკოლების განახლება აქტიურად მიმდინარეობს

თბილისში 23-ე და 102-ე საჯარო სკოლების განახლება აქტიურად მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №23 და №102 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად ობიექტები დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს თბილისის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე თბილისის №23 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ისე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი თბილისის №102 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.

„თბილისის №23 და №102 სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. №23 სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთი მხრივ, ბავშვებმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ განახლებულ სკოლაში სწავლის გაგრძელება, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაოები ისე განხორციელდეს, რომ შენობის ისტორიული და კულტურული ღირებულება სრულად იყოს დაცული. იმედი გვაქვს, რომ №102 საჯარო სკოლა მიმდინარე წელს შევა ექსპლუატაციაში, ხოლო №23 საჯარო სკოლა უკვე მეორე სემესტრიდან შეძლებს მოსწავლეების მიღებას. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დასრულდეს უმოკლეს ვადაში და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ. თბილისის №23 საჯარო სკოლაში პროექტი ითვალისწინებს ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციას, შიდა სივრცეების, სააქტო დარბაზის, სამზარეულოსა და საკლასო ოთახების განახლებას, საინჟინრო სისტემების მოწყობასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. სკოლა 1 500 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო პროექტის ღირებულება 14.8 მილიონ ლარს აღემატება.

თბილისის №102 საჯარო სკოლაში კი ხორციელდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვა, ფასადის განახლება და თბოიზოლაცია, შიდა სივრცეების რესტავრაცია და ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 9.4 მილიონ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ორივე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, მოსწავლეებმა რაც შეიძლება მალე მიიღონ თანამედროვე, უსაფრთხო და სრულფასოვანი სასწავლო გარემო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი