მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი ხორციელდება
თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი ხორციელდება

თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი ხორციელდება

იმედი|imedinews.ge

თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი მიმდინარეობს, რომელშიც 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტია ჩართული.

აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიური სახე მიიღო. ფესტივალი ხორციელდება კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებით და მასში ჩართულია 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტი. ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, წელს პირველად, 14 ივნისს განხორციელდება გარბენი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, სპორტსმენებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

მერის ინფორმაციით, გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება. როგორც მან აღნიშნა, ის თავადაც მზადაა, გარბენში მონაწილეობა მიიღოს. კახა კალაძემ აღნიშნულ აქტივობაში ჩართვისკენ თანამშრომლებსაც მოუწოდა.

მისივე თქმით, გარბენის მონაწილეები 10:00 საათიდან შეიკრიბებიან, ხოლო უშუალოდ აქტივობა 11:00 საათზე დაიწყება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს და ფეხბურთს მივუძღვენი და ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო სწორად, სპორტულად. მე დღესაც ვაგრძელებ ამ ტიპის ცხოვრებას, ყოველდღიურად ჩართული ვარ ვარჯიშში. ასე რომ, გელოდებით კვირას, 10:00 საათზე, ვაკის პარკთან, ჩავერთოთ აღნიშნულ აქტივობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ