მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა
თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა

იმედი|imedinews.ge

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა.

„სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ ემსახურება საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

სახელმწიფო მინისტრმა, ღონისძიების გახსნითი სესიის ფარგლებში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, ისაუბრა სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპაციის შედეგად არსებულ გამოწვევებსა და ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელებულ ძალისხმევაზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობას და ტრენინგ-სემინარის მონაწილეებს პოლიტიკის ფარგლებში ამ კუთხით დანერგილი შესაძლებლობები და ინიციატივები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, სამშვიდობო სკოლის პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი თემატური სესიების ფარგლებში მიიღონ ინფორმაცია და სამშვიდობო პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივა - „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის" მიზნად ისახავს სამ დღიანი ტრენინგ-სემინარის ფარგლებში მათი ცნობიერების ამაღლებას და სათანადო ცოდნით აღჭურვას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მთავარ ასპექტებსა და განზომილებებზე, ასევე, სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების უფრო აქტიური ჩართულობის მხარდაჭერას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს აქვთ გამორჩეული როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში და მათი ხედვა ომისა და ოკუპაციისგან თავისუფალი, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული მომავლის შესახებ განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებს," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ტრენინგ-სემინარში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან ახლად დაარსებული ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: ვნახეთ კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან ორგანიზატორობაში და გარედან მითითებული დავალებების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა რევოლუციის უკვე მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში

რამსარის კონვენციის სამდივნოსთან შეხვედრაზე საქართველომ გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი წარადგინა

რამსარის კონვენციის სამდივნოსთან შეხვედრაზე საქართველომ გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი წარადგინა

იმედი

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებული და ვერშემდგარი გადატრიალების შემდგომ, არის მოცემულობა, როდესაც ყველა იმ პირმა, ვინც იძალადა საკუთარ სამშობლოზე, შესაბამისი პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე

NBC News: ტრამპმა „თავისუფლების პროექტი“ მას შემდეგ შეაჩერა, რაც საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზებსა და საჰაერო სივრცეზე წვდომა შეუზღუდა

NBC News: ტრამპმა „თავისუფლების პროექტი“ მას შემდეგ შეაჩერა, რაც საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზებსა და საჰაერო სივრცეზე წვდომა შეუზღუდა

იმედი