მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ტედ ლასოს“ ვარსკვლავი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა⚽
„ტედ ლასოს“ ვარსკვლავი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა⚽

„ტედ ლასოს“ ვარსკვლავი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა⚽

იმედი|imedinews.ge

სერიალ „ტედ ლასოს“ ვარსკვლავმა, კრისტო ფერნანდესმა, ეკრანული ფეხბურთიდან მოედანზე გადაინაცვლა - მან ამერიკულ პროფესიონალურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

ფერნანდესი აშშ-ის მეორე დივიზიონის (USL) გუნდს, „ელ პასო ლოკომოტივს“ შეუერთდა, სადაც ორთვიან გამოსაცდელ პერიოდს გაივლის.

კრისტომ პოპულარობა Apple TV-ს შოუში შესრულებული დანი როხასის როლით მოიპოვა. მისი პერსონაჟი, მექსიკელი ფორვარდი, მუდმივად იმეორებდა ფრაზას: „ფეხბურთი სიცოცხლეა!“. ბევრი სხვა მსახიობისგან განსხვავებით, ფერნანდესს რეალური საფეხბურთო წარსული აქვს: ის მექსიკაში გაიზარდა და ახალგაზრდობაში გვადალახარას კლუბ „ტეკოსში“ თამაშობდა, თუმცა 15 წლის ასაკში ტრავმების გამო სპორტისთვის თავის დანებება მოუწია.

სამსახიობო კარიერაში წარმატების შემდეგ, მას ფეხბურთისადმი სიყვარული კვლავ გაუღვივდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ის MLS-ის გუნდის, „ჩიკაგო ფაიერის“ სარეზერვო შემადგენლობასთან ერთადაც კი ვარჯიშობდა.

ახლა, 35 წლის ასაკში, ფერნანდესი ოფიციალურად დაუბრუნდა სპორტს. კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღიარა, რომ პროფესიონალობაზე ოცნება არასდროს მიუტოვებია.

„ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და იდენტობის უდიდესი ნაწილი. სადაც არ უნდა წავეყვანე ცხოვრებას, პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის ოცნება გულიდან არასდროს გამქრალა. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფერნანდესმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ