მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

იმედი|imedinews.ge

სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დეტალურად აღწერს. სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით, მალევე შეიქმნა საგანგებო შტაბიც, რომელიც სტიქიის გამომწვევ მიზეზებს ადგენს და პრევენციულ ღონისძიებებს გეგმავს.

„ოპერატიულად იყო მობილიზებული რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა, რომელმაც გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო. კომპანია „ენერგოპრომ“ ძალიან ეფექტურად იმუშავა და ასევე „თელავგაზმა“ შესაბამისი სერვისის აღდგენის კუთხით“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.

„ინფრასტრუქტურა დაზიანდა საკმაოდ ძლიერად და მიმდინარეობს აღდგენითი, ასევე გაწმენდითი სამუშაობი. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა თანადგომისთვის“, - აღნიშნა თელავის მერმა, ვაჟა მაღრაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის

მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა

მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა

იმედი

უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

იმედი