მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა მოდელის ოთხი პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფი, მცირე კალიბრის ორი შაშხანა, ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, ხელყუმბარა, ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სამი ე.წ. მაყუჩი, ასევე, სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • როგორია ჩინური CRRC-ის მიერ წარმოებული მეტროს ვაგონები თბილისისთვის - მერია ფოტოებს აქვეყნებსBM.GE
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

იმედი

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

იმედი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

იმედი