მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

კერძოდ, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული ენერგოსისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხდება უცხოეთში წარმოებული მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენა და დამონტაჟება.

შესაბამისად, ტრამპმა თავისი ბრძანებით უცხოეთში წარმოებული ელექტროდანადგარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა აკრძალა.

„მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვადგენ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის აღჭურვილობის უცხოეთიდან მიწოდებასთან დაკავშირებული ვითარება წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს, რომლის წყაროც მთლიანად ან არსებითად შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაა და რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას და ამით ამ საფრთხესთან დაკავშირებით ვაცხადებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას“, - აღნიშნულია ტრამპის ბრძანებაში.

თეთრი სახლის ლიდერმა ამერიკულ ენერგოსისტემას აუკრძალა მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორების, გენერატორების, სარელეო დაცვის, მზის პანელებისთვის ინვენტორებისა და მართვის სისტემების შეძენა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ტრამპის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ – რას მოიცავს Economic D-Day?BM.GE
  • ტრამპის განცხადებით, CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად რუტინული ვიზიტით იმყოფებოდაფორმულა
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებს განაცხადის გაკეთება პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებს განაცხადის გაკეთება პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ

იმედი

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

იმედი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

იმედი

პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო

პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო

იმედი