მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს ორპარტიულ კრიტიკაზე: ნუ ვიფიქრებთ, რომ ისინი, ვინც „დიფ სთეითთან“ არიან დაკავშირებული მხოლოდ დემოკრატები არიან და რესპუბლიკელებში ასეთი ადამიანები არ შეიძლება აღმოვაჩინოთ
თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს ორპარტიულ კრიტიკაზე: ნუ ვიფიქრებთ, რომ ისინი, ვინც „დიფ სთეითთან“ არიან დაკავშირებული მხოლოდ დემოკრატები არიან და რესპუბლიკელებში ასეთი ადამიანები არ შეიძლება აღმოვაჩინოთ

იმედი|imedinews.ge

ნუ ვიფიქრებთ, რომ ისინი, ვინც „დიფ სთეითთან“ არიან დაკავშირებული მხოლოდ დემოკრატები არიან და რესპუბლიკელებში ასეთი ადამიანები არ შეიძლება აღმოვაჩინოთ. შეიძლება აღმოვაჩინოთ, კი, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომ თუ საქართველო კვლავ აშშ-ის პარტნიორია, რატომ რჩება კონგრესში ორპარტიული კრიტიკა.

შარმანაშვილმა ასევე მაგალითად მოიყვანა ისიც, როცა ჯო უილსონმა ჰელსინკის კომისიაში მოიწვია ისეთი ქალი, რომელიც უილსონის პარტიის ხელმძღვანელსა და უმაღლესი თანამდებობის პირს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებდა.

„ჩვენთან ზოგჯერ წარმოუდგენიათ, რომ ამერიკაში არის ისეთი მძაფრი პარტიული დისციპლინა, რომ საიდანღაც თუ მოვა რაიმე მითითება ამას ყველა უსიტყვოდ ემორჩილება. ეს ასე არ არის. ცალკეულ ადამიანებს გააჩნიათ თავისი ინტერესები და რაღაც ჯგუფებთანაც აქვთ ურთიერთობები.

აი, ჯო უილსონმა, რომელიც არის რესპუბლიკელი, ჰელსინკის კომისიაში მოიწვია ქალბატონი, ლორა თორნტონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტზე ამბობდა, რომ ის არის სექსუალური ხასიათის დამნაშავე, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაც? ამან ხომ ყველას გაკვირვება გამოიწვია. ასეთი რაღაცები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელი არის სხვა, მისი პარტიის ძირითადი ხაზი არის სხვა, შეიძლება იყოს ისეთი ადამიანები, რომლებიც თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე განსხვავებულ ინტერესებთან იყვნენ დაკავშირებული. ასე რომ ასე ნუ ვიფიქრებთ, რომ ისინი, ვინც „დიფ სთეითთან“ არიან დაკავშირებული მხოლოდ დემოკრატები არიან და რესპუბლიკელებში ასეთი ადამიანები არ შეიძლება აღმოვაჩინოთ. შეიძლება აღმოვაჩინოთ, კი.", - აღნიშნა შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი