მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე: შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგის, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული
თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე: შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგის, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული

იმედი|imedinews.ge

შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები და არასწორად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე საკითხებს. ეს საკითხები არის სამართლებრივი საკითხები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგთან ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული. ასე რომ ევროპული პრაქტიკაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს კომენტარს, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და სადაც ნათქვამია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.

მისი თქმით, როდესაც ვინმე საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ არასწორი პრაქტიკა აქვს, მაშინ უნდა განმარტოს, რასთან მიმართებაში არის ის მცდარი.

„ახლა ჩვენ იმაზე შეგვედავონ და გვითხრან, რომ არასწორი პრაქტიკა გვაქვს, რასთან მიმართებაში?! ჩვენი იურისდიქცია ადამიანის უფლებების საკითხებში არის სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ევროპული კონვენციის დაცვაზე და თუ ჩვენ რამეს დავარღვევთ ამ მიმართულებით გასაჩივრება ხდება სტრასბურგის სასამართლოში. ეს უნდა გაიგონ ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორმა ამერიკელებმა. აქ საუბარი იმაზე, რომ რაღაც სამმართველო შექმენით და ეს არ მოგვწონს, ისინი გადაწყვეტილებებს არ იღებენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, თუკი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდება, გასაჩივრდება სტრასბურგში და საქართველო ვალდებულია გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლო მიიღებს, შეასრულოს.

„თუ არასწორი პრაქტიკა გვაქვს ჩვენ, მაშინ ჩვენზე არასწორი პრაქტიკა ჰქონიათ გერმანიას და დიდ ბრიტანეთს. რა ტიპის საქმეები წარიმართა ამ ქვეყნების სასამართლოებში და რას დაარქვეს სიძულვილის ენა ძალიან გაგიკვირდებათ. ჩვენ გაცილებით ლიბერალურად ვუყურებთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • AfD-ის ისტორიული გამარჯვება საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებსრუსთავი 2
  • კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეშიტვ პირველი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი