მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი

იმედი|imedinews.ge

ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, თბილისი მზად არის სიტუაციის გასარკვევად ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებით.

„ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის [ევროკავშირთან დიალოგის აღდგენა] ამის დეკლარირება ხშირად ხდებოდა, რამდენჯერმე პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად მიმართა, თუმცა ამას გამოძახილი არ ჰქონდა. ბოლოს რაც ყველაზე ცუდი მოხდა, წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა, ბრიუსელში უნდა გამარულიყო ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი დელეგაცია შედგა, გასამგზავრებლად მზად იყვნენ და ბოლო მომენტისთვის ჩაშალეს, უბრალოდ დიალოგის რეჟიმზეც არ წამოვიდნენ. როდესაც შენ ჩემთან რაღაც პრეტენზიები გაქვს და ოფიციალური დელეგაცია მოდის შენთან, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გააუქმო, ეს მომეტი ხელიდან არ უნდა გაუშვა, თუ რამე სათქმელი გაქვს, თუ შენ გინდა შენი არგუმენტები წარუდგინო მხარეს, ამაზე კარგი ადგილი სად არის? შენ შეგიძლია პრეტენზიები წაუყენო და მოისმინო არგუმენტები, მაგრამ ჩაშალო იმიტომ, რომ ზუსტად არგუმენტების მოსმენა არ უნდათ, მათ ურჩევნიათ ყალბი ნარატივები გამოაგდონ, მერე შენ შორიდან უპასუხო და ვთქვათ მოგებულები დარჩებიან ამით. ამ პოლიტიკას აგრძელებენ და ეს არის ძალიან ცუდი. ახლა კიდევ ერთხელ მოხდა ამის დეკლარირება - არავითარი დაშორება შენთან არ მინდა, მინდა შენთან საქმის გარკვევა, შენ თუ ჩემთან გაქვს რაღაც პრეტენზიები, მოდი და გავარკვიოთ, გავარკვიოთ არგუმენტების დონეზე, ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებისა და აღქმების დონეზე. თუ ისევ არ აარიდებენ თავს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი