
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი
ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, თბილისი მზად არის სიტუაციის გასარკვევად ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებით.
„ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის [ევროკავშირთან დიალოგის აღდგენა]ამის დეკლარირება ხშირად ხდებოდა, რამდენჯერმე პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად მიმართა, თუმცა ამას გამოძახილი არ ჰქონდა. ბოლოს რაც ყველაზე ცუდი მოხდა, წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა, ბრიუსელში უნდა გამარულიყო ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი დელეგაცია შედგა, გასამგზავრებლად მზად იყვნენ და ბოლო მომენტისთვის ჩაშალეს, უბრალოდ დიალოგის რეჟიმზეც არ წამოვიდნენ. როდესაც შენ ჩემთან რაღაც პრეტენზიები გაქვს და ოფიციალური დელეგაცია მოდის შენთან, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გააუქმო, ეს მომეტი ხელიდან არ უნდა გაუშვა თუ რამე სათქმელი გაქვს, თუ შენ გინდა შენი არგუმენტები წარუდგინო მხარეს ამაზე კარგი ადგილი სად არის? შენ შეგიძლია პრეტენზიები წაუყენო და მოისმინო არგუმენტები, მაგრამ ჩაშალს იმიტომ, რომ ზუსტად არგუმენტების მოსმენა არ უნდათ, მათ ურჩევნიათ ყალბი ნარატივები გამოაგდონ, მერე შენ შორიდან უპასუხო და ვთქვათ მოგებულები დარჩებიან ამით. ამ პოლიტიკას აგრძელებენ და ეს არის ძალიან ცუდია. ახლა კიდევ ერთხელ მოხდა ამის დეკლარირება - არავითარი დაშორება შენთან არ მინდა, მინდა შენთან საქმის გარკვევა, შენ თუ ჩემთან გაქვს რაღაც პრეტენზიები მოდი და გავარკვიოთ, გავარკვიოთ არგუმენტების დონეზე, ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებისა და აღქმების დონეზე. თუ ისევ არ არიდებენ თავს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge