
The Guardian: კირ სტარმერი მასკს ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამერიკელ მილიარდერს და კომპანიების SpaceX-ის და Teslas-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტარმერის უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ მასკი 18 წლის ბრიტანელის ჰენრი ნოვაკის მკვლელობის საქმის გამოძიებით არის დაინტერესებული.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მასკი ბრიტანულ საზოგადოებაში „განხეთქილების“ შეტანას ცდილობს.
როგორც The Guardian-ი წერს, გასულ კვირას მასკმა სოციალურ ქსელში ნოვაკის მკვლელობას 110 პუბლიკაცია მიუძღვნა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მის საკუთრებაში არსებული SpaceX-ის შესახებ დაწერილი სტატიები.
ჰენრი ნოვაკი 2025 წლის 4 დეკემბერს საუთჰემპტონში მოკლეს. მას 23 წლის მამაკაცმა დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ჩათვალა, რომ ინციდენტში დამნაშავე ნოვაკი იყო და ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს ბორკილები დაადო. დაჭრილი ნოვაკი პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას არ დაუჯერეს. მოზარდი ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge
