მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა
The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა

იმედი|imedinews.ge

ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

კოვიდ-19-ის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ჰეზერ ჰალეტმა ასევე გააკრიტიკა მაშინდელი კონსერვატიული მთავრობის პრაქტიკა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებდა დაცვის საშუალებების შესყიდვაზე კონტრაქტების გაფორმებას იმ კომპანიებთან, რომლებსაც კონსერვატიულ პარტიასთან პოლიტიკური კავშირები აკავშირებდათ.

აღნიშნულ სქემასთან დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული სკანდალი კომპანია PPE Medpro-ს უკავშირდება. აღნიშნულმა ახლად შექმნილმა ფირმამ, რომელიც კონსერვატორთა მაშინდელ წევრ მიშელ მოუნთან იყო დაკავშირებული, 203 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ორი კონტრაქტი მას შემდეგ მიიღო, რაც 2020 წლის მაისში მოუნიმ მთავრობის აპარატის მაშინდელ მინისტრს, მაიკლ გოუს მიმართა.

თავის ანგარიშში ჰალეტი წერს: „VIP არხი“ ყველაზე სანდო წინადადებების გამოსავლენად გადადგმული მცდარი ნაბიჯი იყო“. მისი დასკვნით, ამ მექანიზმმა შესყიდვების პროცესში „უთანასწორობა დაამკვიდრა“. როგორც ჰალეტი აღნიშნავს, „ზოგიერთმა მომწოდებელმა სამთავრობო კავშირების გამო პრივილეგირებული მოპყრობა მიიღო, რამაც საზოგადოებრივი ნდობა შეარყია იმ დროს, როდესაც ეს ნდობა ყველაზე მეტად იყო საჭირო“.

პანდემიის დაწყებისთანავე, ძირითადად ჩინელი მწარმოებლებისგან შეძენილი დამცავი აღჭურვილობის უსარგებლობა რამდენიმე თვეში გახდა ცნობილი, როდესაც გამოუყენებელი მარაგი დაგროვდა და მისი განადგურება დაიწყეს. „დიდი ბრიტანეთი პანდემიას შეხვდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არასაკმარისი მარაგითა და ისეთი გეგმებით, რომლებიც არასდროს ყოფილა კრიზისულ პირობებში გამოცდილი“, - აღნიშნა ჰალეტმა.

„სახელმწიფო სახსრების ფლანგვის მასშტაბი იყო უზარმაზარი და მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დაცვის საშუალებებზე დახარჯული დაახლოებით 14.9 მილიარდი გირვანქა სტერლინგიდან, თითქმის ორი მესამედი - დაახლოებით 10 მილიარდი - ფუჭად დაიხარჯა“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • ყაზახეთის მთავრობა გადადგაBM.GE
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →პროცესი →გამოძიება →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

იმედი

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

იმედი