მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: Patriot-ის რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს
The Guardian: Patriot-ის რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს

The Guardian: Patriot-ის რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს

იმედი|imedinews.ge

რუსეთი საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელი რაკეტების გლობალურ, კრიტიკულ დეფიციტს სათავისოდ იყენებს და უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აძლიერებს - პარალელურად ისმის გაფრთხილებები, რომ, კერძოდ, Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების ნაკლებობა ქმნის „მოწყვლადობის ფანჯარას“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ სისტემებზე არიან დამოკიდებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სტატიაში სათაურით „Patriot-ის რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს“.

MIM-104 Patriot-ი, რომელსაც Raytheon-ი და Lockheed Martin-ი აწარმოებენ, აშშ-ის არმიის ძირითადი „მიწა-ჰაერი“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაა ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად. მასზე დიდწილად არიან დამოკიდებულნი ამერიკის მოკავშირეებიც, მათ შორის, სპარსეთის ყურის ქვეყნები და, არანაკლებ, უკრაინა.

თითოეული ცალკეული ბატარეა, რომელიც რამდენიმე ელემენტისგან შედგება, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ღირს. უკრაინის გარდა, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე, გაჭიანურებული აშშ-ისრაელის კამპანიის დროს მათი ინტენსიური გამოყენების გამო, გზაგადამჭრელი რაკეტების მარაგებზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო.

სამშაბათს, უკრაინაზე რუსეთის ბოლო მასშტაბური საჰაერო იერიშის შემდეგ, რომლის დროსაც მოსკოვმა 73 რაკეტა და თითქმის 700 დრონი გაისროლა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმეორა გასულ კვირას აშშ-ისადმი გაჟღერებული თხოვნა გზაგადამჭრელი რაკეტების დამატებითი მარაგების მიწოდების შესახებ.

და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე აშკარა გავლენა უკრაინასა და სპარსეთის ყურის რეგიონზე აისახება იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან ნაწილობრივი სამშვიდობო შეთანხმების ფონზე დაძაბულობა მაინც გაჭიანურდება, ამ დეფიციტს ბევრად უფრო შორსმიმავალი შედეგები აქვს.

გზაგადამჭრელი რაკეტების, განსაკუთრებით Patriot-ის, დეფიციტი ასევე იმოქმედებს ნატოს მზადყოფნის დაგეგმარებაზეც, ევროპისთვის რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის შეფასებების ფონზე. ამ სისტემას ნატოს წევრებიდან, სხვებთან ერთად, გერმანია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ესპანეთი, პოლონეთი და შვედეთი იყენებენ.

ზოგიერთი შეფასებით, ირანში კონფლიქტმა Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტების მარაგების თითქმის მესამედი გამოფიტა, ხოლო ყურის ქვეყნებმა, ერთ-ერთი შეფასების მიხედვით, ერთობლივად 1100-ზე მეტი გზაგადამჭრელი რაკეტა გაისროლეს. ირანული ბალისტიკური რაკეტების საფრთხე კვლავ რეალურია. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს ორი ასეთი რაკეტა ქუვეითის მიმართულებითაც გაისროლეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →რუსეთის →შექმნა →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი