მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს კარიმ ხანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს
The Guardian: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს კარიმ ხანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

The Guardian: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს კარიმ ხანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

იმედი|imedinews.ge

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობას დროებით ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებული დისციპლინური პროცედურა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასამართლოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქმის გადაცემას წევრი სახელმწიფოების სპეციალურ სესიაზე, სადაც ხანის პროფესიული მომავალი იქნება განხილული.

The Guardian-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს 21 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარმა კომიტეტმა კვალიფიციური უმრავლესობით დაადგინა, რომ ხანმა სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით სერიოზული პროფესიული გადაცდომა ჩაიდინა.

თავად ხანი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი იურისტია, კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას. ეს ბრალდებები პირველად 2024 წელს გაჟღერდა. შესაბამისი სარჩელი შეიტანა ქალმა, რომელიც სასამართლოს შტაბ-ბინაში, ჰააგაში ხანთან ერთად მუშაობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • პროკურორის მტკიცებით, ლილუაშვილის სასამართლო სხდომები მოწმეების უსაფრთხოების დასაცავად დაიხურაBM.GE
  • საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტიაფორმულა
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი