მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Hill: აშშ-ის სენატის კომიტეტმა ენტონი ფაუჩის კონგრესის უპატივცემულობაში დამნაშავედ ცნობის რეკომენდაციას მხარი დაუჭირა
The Hill: აშშ-ის სენატის კომიტეტმა ენტონი ფაუჩის კონგრესის უპატივცემულობაში დამნაშავედ ცნობის რეკომენდაციას მხარი დაუჭირა

The Hill: აშშ-ის სენატის კომიტეტმა ენტონი ფაუჩის კონგრესის უპატივცემულობაში დამნაშავედ ცნობის რეკომენდაციას მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სენატის კომიტეტმა, რომელსაც „რესპუბლიკელი“ სენატორი რენდ პოლი ხელმძღვანელობს, დღეს მხარი დაუჭირა ყოფილი მთავარი სამედიცინო მრჩევლის, ენტონი ფაუჩის კონგრესის უპატივცემულობაში დამნაშავედ ცნობის საკითხს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

ენტონი ფაუჩის საკითხი სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტმა პარტიული ხაზით, 8 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გასულ კვირას გამართული მოსმენა, რომლის დროსაც ფაუჩიმ აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით გათვალისწინებული უფლება 111-ჯერ გამოიყენა და COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ არცერთ კითხვას არ უპასუხა.

„მოწმის კონგრესის უპატივცემულობაში ცნობა ძალიან სერიოზული ნაბიჯია და იშვიათად უნდა გამოიყენებოდეს. თუმცა, ეს უფლებამოსილება სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს. საპარლამენტო ზედამხედველობა არ არის თავაზიანობის ჟესტი და არც ის არის ყოფილი თანამდებობის პირის კეთილი ნება. ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რენდ პოლმა.

როგორც გამოცემა იუწყება, კომიტეტის მსგავსი რეკომენდაციები, როგორც წესი, საბოლოო კენჭისყრისთვის სენატის სრულ შემადგენლობას გადაეცემა, თუმცა პოლს შეუძლია საქმე პირდაპირ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსაც გადასცეს. კენტუკის შტატის სენატორმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სწორედ ამ გზით აპირებს მოქმედებას, რათა, მისი თქმით, „დრო არ დაკარგოს“.

თუმცა, კომიტეტის რეკომენდაცია სავალდებულო ძალას არ ატარებს და საბოლოო გადაწყვეტილებას, დაიწყოს, თუ არა სამართლებრივი პროცედურა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მიიღებს.

კანონმდებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, ინარჩუნებს თუ არა ფაუჩი ამ შემთხვევაში კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს, იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას ფართო შეწყალება მიანიჭა. შეწყალება მოიცავს ნებისმიერ შესაძლო სამართალდარღვევას, რომელიც ფაუჩის 2014 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 19 იანვრამდე პერიოდში შეიძლება ჩაედინა.

კომიტეტის წამყვანმა „დემოკრატმა“ სენატორმა გარი პეტერსმა კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ „ფედერალური შეწყალება ადამიანს არ ართმევს მეხუთე შესწორებით მინიჭებულ უფლებას, თუ მის წინააღმდეგ კვლავ არსებობს ფედერალურ ან შტატის დონეზე სისხლისსამართლებრივი დევნის რეალური და მნიშვნელოვანი რისკი“.

ფაუჩის ადვოკატები კი გასულ კვირას გავრცელებულ წერილში ამტკიცებდნენ, რომ რენდ პოლის სურვილი, ყოფილი დირექტორი ციხეში აღმოჩნდეს, ეწინააღმდეგება მისივე განცხადებას, თითქოს ფაუჩის სამართლებრივი შედეგების შიშის გარეშე უნდა ესაუბრა.

The Hill-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში რენდ პოლმა ფაუჩის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისკენაც მოუწოდა. სენატორის მტკიცებით, ფაუჩიმ 2021 წელს ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენება მისცა „ფუნქციის გაძლიერების“ კვლევებთან დაკავშირებით. თუმცა, ეს შესაძლო ქმედებები იმ პერიოდს განეკუთვნება, რომელსაც ჯო ბაიდენის მიერ გაცემული შეწყალება ფარავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • წარმომადგენელთა პალატამ ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირაBM.GE
  • ევროკომისიის პრეზიდენტი კანადისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერსფორმულა
  • ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს - გია ვოლსკირუსთავი 2
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
მხარი →

მსგავსი სტატიები

დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა

იმედი

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ